ეკატერინე ტიკარაძემ კარლ ჰარცელთან ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის დაფინანსებით COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს შეეხო და მხარეებმა ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ვაქცინის შესყიდვის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს „კოვაქს“ პლატფორმასთან.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„პრიორიტეტული საკითხი კვლავ ვაქცინაციაა. ევროკავშირის ელჩი ყველა იმ საკითხით დაინტერესდა, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში მიმდინარეობს. კარლ ჰარცელმა გამოხატა მზაობა, რომ ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში. ევროკავშირის ელჩს ყველა დეტალთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცი მივაწოდეთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესი წარმატებით განხორციელდება.

„შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. განვიხილეთ ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა. ჩვენ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით, რათა სამედიცინო პერსონალმა უსაფრთხოდ იმუშავოს. მჯერა , რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცესები წარმატებით განხორციელდება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რაც ვაქცინის დაუბრკოლებლად შემოტანასთან დაკავშირებით სამართლებრივ საფუძველს ქმნის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა