ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ვინაიდან მე საქართველოს პარლამენტის ავსტრიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ვუხენმძღვანელებ, ჩვენ ერთმანეთს ის სამომავლო გეგმები გავაცანით, რა მიმართულებებითაც თანამშრომლობას ვაპირებთ. ავსტრია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ბატონ თომას მიულმანთან ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა და მჯერა, რომ ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო