პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა მავთულხლართი მიიტანეს, რომელზეც სერგეი გავრილოვის, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების"  წევრების სურათები ჩამოკიდეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად მავთულხლართი მიიტანეს, რომელზეც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების" წევრების სურათები ჩამოკიდეს.

მათი განცხადებით, ამ ფორმით დღეს ისინი პროტესტს გამოხატავენ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებისადმი, სადაც საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

„გვახსოვს 20 ივნისი და არ ვაპირებთ, რომ არც ნიკა მელია და არც სხვა ადამიანი გავრილოვის ხარკისთვის დავაკავებინოთ", - აცხადებენ აქტივისტები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში შეშვებას ითხოვენ - საკანონმდებლო ორგანოსთან კი აქცია იმართება

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა