ნიკა მელია - „ოცნების“ წევრები ხელის ცახცახით მიაჭერენ ღილაკს, თუმცა მერე იძულებული გახდებიან, ტელეფონი აიღონ, მურუსიძეს დაურეკონ და დავალება მისცენ, რომ მელია არ დაიჭიროს - აი, ამას გააკეთებენ!

ხაზები გავლებულია, წილი ნაყარია, გავრილოვის პოზიციაც დაფიქსირებულია და ჩემი დაკავება არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და პოლიტიკურად ვერ გაბედავენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის გავრილოვის დასაჭერი.

„დავუშვათ შევსულიყავი მართლაც პარლამენტში და ზურგი შემექცია საზოგადოებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ასი ათასობით ამომრჩევლისთვის და დღეს ვყოფილიყავი პარლამენტში, ალეკო ელისაშვილის გვერდით - მე დღეს შემიწყვეტდნენ უფლებამოსილებას? შემიჩერებდნენ იმუნიტეტეს? რა თქმა უნდა, არა! მეტიც, ნებისმიერი საკითხი, რომელზეც მე შეიძლებოდა მიმემართა „ქართული ოცნებისთვის“ და მეთხოვა რურუას გათავისუფლებიდან დაწყებული, რურუას გაათავისუფლებდნენ კი არა, საკუთარ რამდენიმე დეპუტატს დაიჭერდნენ, ოღონდ მე შევსულიყავი პარლამენტში. ამას არ გააკეთებდნენ ხომ?! და ესე იგი თუ მე შევიდოდი და მაინც შემიჩერებდნენ იმუნიტეტს, მე სწორად მოვქცეულვარ რომ არ შევსულვარ?! ამიტომ აქედან ჩანს ხელისუფლების ნება, როცა უნდა დაიჭერს ოპონენტს, როცა უნდა დაემუქრება დაჭერით, როცა უნდა არ დაემუქრება დაჭერით - ეს უბრალოდ იმ ხალხისთვის საკვებია, ვისაც ჰქონდა სურვილი შესულიყო პარლამენტში.

რაც არ უნდა გააკეთონ ახლა ამათმა, გავრილოვის დასაჭერი მე არ ვარ, საქართველოს არც ერთი მოქალაქის დაჭერა არ შეიძლება გავრილოვის გამო იმიტომ, რომ 20 ივნისს საერთო ეროვნულ გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა. ეს არის და ეს! გამორიცხული არის, მიაჭერინებენ ხელის ცახცახით ღილაკს ხელს როგორც ჩანს, მაგრამ მერე იძულებული გახდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კლასი, ტელეფონი ხელში აიღოს, მურუსიძეს დაურეკონ და დავალება მისცენ, რომ მელია არ დაიჭიროთ იმიტომ, რომ თავზე ჩამოგვენგრევა პოლიტიკური ხელისუფლებაო. აი, ამას გააკეთებენ! შესაბამისად, გირაოსაც როგორც დავპირდი, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერენ და ამას ვნახავთ მინიმუმ დღის ბოლოს ან ხვალ, როდესაც ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. სამართალთან არანაირი საერთო არ აქვს ამ საქმეს“, - განაცხადა ნიკა მელია.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელიას შეფასებით, "ოცნება" ხელის ცახცახით შეუწყვეტს მანდატს თუმცა მისი არ დაჭერის დავალებას მურუსიძეს მისცემს

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა