ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რატომ არ მიეცათ ნიკა მელიას ადვოკატებს საკომიტეტო სხდომაზე დასწრების უფლება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.

ოხანაშვილის თქმით, კომიტეტში ოფიციალური მიმართვა ვინმეს დასწრებასთან დაკავშირებით არ მიუღიათ.

ამასთან, მისივე განმარტებით, კომიტეტს არ აქვს სასამართლოს კომპეტენცია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებს მოუსმინოს.

„კომიტეტს არანაირი ოფიციალური განცხადება ან მომართვა არ მიგვიღია ვინმეს მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ადვოკატები აპირებენ დასწრებას და მგონი, მოსულიც იყვნენ. ეს ინფორმაცია შემდგომ გახდა ცნობილი, თუმცა ოფიციალური მიმართვა კომიტეტში არ შემოსულა არც გუშინ, რომ ვინმეს სურდა დასწრება. ეს ერთი და მეორე, ჩვენ სასამართლო არ ვართ, რომ დაცვის და ბრალდების მხარეებს მოვუსმინოთ, შემდგომ სიღრმეებში შევიდეთ და საქმის მასალები მოვითხოვოთ. ეს გამოიწვევდა სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრას, რისი კომპეტენციაც და უფლებამოსილებაც კომიტეტს არ გააჩია. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი უფლებამოსლება და წინა შემთხვევაშიც, როდესაც ნიკანორ მელიას საკითხი განიხილებოდა კომიტეტების ფარგლებში, მაშინაც არავის დაუსვამს ადვოკატების დასწრების მოთხოვნა. ჩვენ ველოდებით პარლამენტის ყველა წევრს და კარი ღიაა ყველასთვის, ვინაიდან ეს უფლებამოსილება ეკუთვნით პარლამენტის წევრებს, რომ შეამოწმონ წინადადების საფუძვლიანობა. ჩვენ ამისი სრული ბერკეტი გვაქვს და რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ ამას წარმოადგენს გენერალური პროკურორის მიერ, შესაბამისი, სათანადო წარმოდგენილი პირი.

ჩვენ გვაქვს სრული უფლებამოსილება და შესაძლებლობა, რომ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურით ვისარგებლოთ, გავყვეთ ამ პროცედურას და შემდგომ გადავწყვიტოთ, მივცეთ თუ არა შესაძლებლობა, დაცვამ და ბრალდებამ სასამართლოში სამართლებრივად იმსჯელონ. გთავაზობთ, გამოვიყენოთ ეს პროცედურა, რისი უფლებაც გვაქვს და თუ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც შემოგვიერთდებიან, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან, მათაც მიეცემათ სრულად, ყველა შეკითხვის დასმის უფლებამოსილება და თუ ამის მიუხედავად, მივალთ ჩვენ იმ დასკვნამდე, რომ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, რომ წინადადებაზე გადაწყვეტილება მივიღოთ, შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, გვჭირდება ვინმეს ახსნა-განმარტება დამატებით, თუ არა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ლ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს. პროკურატურა სასამართლოში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რისთვისაც პარლამენტის თანხმობა და მელიასთვის, როგორც დეპუტატისთვის, იმუნიტეტის შეწყვეტა სჭირდება. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი დღეს განიხილავს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა