დავით ზილფიმიანი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუჭერდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარს

ჩემთვის, როგორც ერთი დეპუტატისთვის, გაცილებით უფრო მძიმეწონიანი იქნებოდა ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნაზე მხარი დამეჭირა, რომელიც ინკრიმინირების რეალურ გამომწვევ მიზეზს, ანუ შეჭრის მცდელობას დაეფუძნებოდა, ვიდრე თანხის ნაწილობრივი გადახდის გამო იმუნიტეტის შეჩერებას, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში საპროცედურო და წესების კომიტეტისა და იურიდიული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.

ზილფიმიანმა პროკურორს სთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა და არა თანხის გადახდა-არ გადახდის საკითხი.

„ცხადია, რომ მელიას ინკრიმინება მოხდა იმ ქმედებაზე, რომელზეც დღეს პროკურორმა ისაუბრა პარლამენტში შეჭრასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ გაგრძელდა გამოძიება და ჩემთვის ამ ეტაპზე, უცნობია, ბოლომდე რა ფაზაში იმყოფება ის პირველ საქმეზე. მეორე მხრივ, გვაქვს ასეთი სიტუაცია, დღეს პარლამენტს იმუნიტეტის შეჩებასთან დაკავშირებით მომართა პროკურატურამ, ოღონდ, არა იმ მიზეზით, რითაც რეალური ინკრიმინირება მოხდა, არამედ იმ მიზეზით, რომ გირაო სრულად არ არის გადახდილი, ანუ 70 000-ის ნაცვლად გადახდილია 30 000. ჩემთვის, როგორც ერთი დეპუტატისთვის, ცხადია, გაცილებით უფრო მძიმე წონიანი იქნებოდა მხარი დამეჭირა იმუნიტეტის მოხსნაზე, რომელიც დაეფუძნებოდა ინკრიმინირების რეალურ გამომწვევ მიზეზს, ანუ შეჭრის მცდელობას, ვიდრე თანხის ნაწილობრივი გადახდის გამო იმუნიტეტის შეჩერებას, ეს ჩემი პოზიციაა“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს