პარლამენტის შესასვლელთან „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სერგეი გავრილოვის გამოსახულებიანი რამდენიმე მედალი მიიტანეს

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მათ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსახულებიანი რამდენიმე მედალი მიიტანეს.

ისინი ამ ფორმით პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხის განხილვას აპროტესტებენ.

„გადავწყვიტეთ მოგვეტანა გავრილოვის რამდენიმე ხარისხის ემბლემა იმ მონებისთვის, ვინც გავრილოვის სიტყვებს ტაში დაუკრეს და გაიმეორეს მისი სიტყვები, რომ „ნიკა მელია დასაჭერია". გავრილოვის მედლებს შევიტანთ პარლამენტში, ჩავაბარებთ კანცელარიას და გადავცემთ მათ" , - განაცხადა „ევროპული საქართველოს" ახალგაზრუდლი ფრთის წარმომადგენელმა ლაშა ელიაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს