ამირან გულუაშვილი - კანონის დაცვა არის ყველა ადამიანის ვალდებულება, მიუხედავად მათი პარტიული მდგომარეობისა, პარტიის თავმჯდომარეობისა თუ პარლამენტის წევრობისა

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც გამოძიების ეტაპზე, არც საქმის სასამართლოში განხილვის რომელიმე ეტაპზე, ნიკანორ მელიას ან მისი ინტერესების დამცველი რომელიმე ადვოკატის მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა, პრეტენზია ან ნეგატიური პოზიცია მათი უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით არ დამდგარა,- ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.

ამასთანავე, პროკურორის განცხადებით, სასამართლოს განჩინებების დაცვა ყველა ადამიანის ვალდებულებაა მიუხედავად მათი პარტიული მდგომარეობისა და თანამდებობისა. მისი თქმით, მაღალი თანამდებობა და საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის და ვერც იქნება ინდულგენცია დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

„სასამართლომ პროცესუალური ვალდებულებიდან გამომდინარე, არაერთხელ დასვა ეს შეკითხვა, შესაბამისი პროცედურების გავლის დროს: „ხომ არ მიიჩნევთ, რომ თქვენ მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი“,- არც ერთ შემთხვევაში კონკრეტული პოზიცია არ წარმოდგენილა თუ, ბუნებრივია, იმას არ მიიჩნევთ სამართლებრივ სივრცეში გასათვალისწინებელი უფლებების დარღვევად, რომ მათ თავიანთი დამოკიდებულება აქვთ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ამას გარკვეულ კონტექსტში განიხილავენ, როგორც პოლიტიკურ პროცესებს. ეს მათი სამართლებრივი უფლებაა, როგორ ინტერპრეტირებას მისცემენ მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებას. მიუხედავად ამ ინტერპრეტირებისა, კანონისა და სასამართლოს განჩინებების დაცვა არის ყველა ადამიანის ვალდებულება, მიუხედავად მათი პარტიული მდგომარეობისა, პარტიის თავმჯდომარეობისა თუ პარლამენტის წევრობისა. არ შეიძლება ადამიანების მიმართ მართლმსაჯულება იყოს განსხვავებული იმისდა მიხედვით, ვის რა თანამდებობა უკავია და არასდროს არავის მაღალი თანამდებობა და საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის და ვერც იქნება ინდულგენცია დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით. ყველა ადამიანმა უნდა აგოს კანონის დაცვით პასუხი იმ ქმედებისათვის, რაც მათ ჩაიდინეს. თუ ეს იქნება დანაშაულებრივი ქმედება, პასუხისმგებლობაც იქნება შესაბამისად სისხლის სამართლებრივი,“ - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა