ვახტანგ კალოიანი - ჯანდაცვის სამინისტრო მწირი თანხების უყაირათო ხარჯვას აპირებს

ხარისხიანი, უსაფრთხო სამედიცინო მომსახურეობა და ფინანსური ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალოიანი დასძენს, ჯანდაცვის სამინისტრო მწირი თანხების უყაირათო ხარჯვას აპირებს.

“ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურეობა და ფინანსური ხელმისაწვდომობა, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიერ საყოველთაო ჯანდაცვაში დახარჯული ასეული მილიონისა, კვლავ პრობლემად რჩება. მიუხედავად მრავალი ასეული მილიონისა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კვლავ დეფიციტურია, ის საკმაოდ დიდ ციფრებს შეადგენს.

იმის მაგივრად, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეზრუნა ამ პრობლემის აღმოფხვრაზე, რეალურად ტელევიზიით მოგვაწოდა კონცეფცია, არანაირი წერილობითი დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით არ იძებნება. სატელევიზო სიუჟეტით ჩანს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს ისედაც მწირი თანხების კიდევ უფრო უყაირათო და კორუფციის ძალიან მაღალი რისკებით ხარჯვას. აპირებს სახელმწიფო საავადმყოფოებში ჰოსპიტალური საწოლების გაზრდას, მაშინ როდესაც რამდენიმე ხნის წინ გვიმტკიცებდა, რომ ეს საწოლები ისედაც ჭარბია და შემცირებისკენ იყო მიმართული პოლიტიკა.

გამომდინარე ყველა ამ პრობლემიდან, ჩვენ გამოსავლად მიგვაჩნია პაციენტის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, მისი თანმიმდევრული უზრუნველყოფა, სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირების და აკრედიტაციის გზით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მინიმალური უსაფრთხოების სტანდარტებს. ასევე, ბიუჯეტის ოპტიმალური დაგეგმა, რათა ის იყოს პროგნოზირებადი, ის მწირი რესურსები ოპტიმალურად იყოს გამოყენებული. რაც ყველაზე მთავარია, ჯანდაცვის პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული და პროგნოზირებადი, რათა სამედიცინო სექტორმა შეძლოს მისი დაგეგმვა რამდენიმე წლით წინ. ასევე, განახორციელოს შესაბამისი ინვესტიციები, რაც „ქართლი ოცნების“ პირობებში არ ხდება“, - აცხადებს კალოიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა