ელენე ხოშტარია - პარლამენტში კიდევ ერთი სირცხვილის ფურცელი იწერება

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს აპროტესტებენ, ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ელენე ხოშტარიას თქმით, თუ პარლამენტი მელიას მანდატს შეუჩერებს და მიიღებს გადაწყვეტილებას მისი დაკავების შესახებ, ეს მათ მაღალი პოლიტიკურ ფასად დაუჯდებათ.

"პარლამენტში კიდევ ერთი სირცხვილის ფურცელი იწერება. ვხედავთ, რომ ის ხალხი, ვინც გავრილოვის წინააღმდეგ იბრძოდა, გიორგი რურუა და ნიკა მელია, იდევნებიან. ეს ივანიშვილის და რუსეთის დაკვეთაა. ამ დევნაში დღეს მონაწილეობას იღებს პარლამენტი და ის დეპუტატები, რომლებიც აქ სხედან. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მელიას მანდატი შეუჩერდეს, ამით ისინი თავს ჩიხში ჩაიგდებენ და მაღალ პოლიტიკურ ფასად დაუჯდებათ მელიას დაკავება", - განაცხადა ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტში კიდევ ერთი სირცხვილის ფურცელი იწერება - ელენე ხოშტარია

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა