ამირან გულუაშვილი - პროკურატურის მიზანი არასდროს ყოფილა ნიკანორ მელიას პატიმრობა

პროკურატურის მიზანი არასდროს ყოფილა ნიკანორ მელიას პატიმრობა, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტში საპროცედურო და იურიდიული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.

პროკურორის განცხადებით, ნიკა მელიას საქმე უპრეცედენტო სამართლებრივი მოვლენაა.

„როდესაც სხდომათა დარბაზში შემოვდიოდი, მოვისმინე ჟურნალისტების არაერთი შეკითხვა, რომ უპრეცედენტო სამართლებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ნამდვილად გვაქვს, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პრაქტიკაში პირადად მე არ მქონია შემთხვევა, როდესაც ბრალდების მხარე ამბობდეს, რომ გირაო უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძების მიზნების მიღწევას და დაცვის მხარე აკრიტიკებდეს პროკურატურას იმის გამო, რომ რატომ არ მოითხოვეთ პირის დაპატიმრებაო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. ასე რომ ყოფილიყო, ფორმალურად 3 ნოემბერს პროკურატურას შეეძლო პატიმრობა ეშუამდგომლა, ისევე როგორც, 25 დეკემბრის შემდეგ ნებისმიერ დღეს შეეძლო გენერალურ პროკურორს ფორმალურად მოემართა თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე. თუმცა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის კანონმორჩილი 16 თვე ნიკანორ მელიასი, სადაც ის პირნათლად ასრულდება გირაოს გამოყენების პირობებს, მის სასარგებლოდ უნდა შეფასებულიყო და მას უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების პირობებში განეხორციელებინა თავისი, როგორც ბრალდებულის უფლებამოვალეობები. პროკურატურის მიზანი არასდროს არ ყოფილა ნიკანორ მელიას პატიმრობა და ის ფაქტი, რომ მე დღეს თქვენს წინაშე ვარ წარმოდგენილი, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინა წინადადება, არის შედეგი ნიკანორ მელიას სურვილისა, უბრალოდ არ გადაიხადოს გირაო“, - განაცხადა გულუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ლ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 70 000-მდე გაუზარდა. შესაბამისად, მას დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს. პროკურატურა სასამართლოში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რისთვისაც პარლამენტის თანხმობა და მელიასთვის, როგორც დეპუტატისთვის, იმუნიტეტის შეწყვეტა სჭირდება. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი დღეს განიხილავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო