დაჩი ბერაია - ნიკა მელიას ჰქონდა უსუსური მცდელობა, რომ საკუთარი თავისგან გმირი გამოეძერწა, რაც ვერ მოახერხა

ნიკა მელიას ჰქონდა უსუსური მცდელობა, რომ საკუთარი თავისგან გმირი გამოეძერწა, რაც ვერ მოახერხა, რა თქმა უნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ამიტომ ნიკა მელიას იმუნიტეტი უნდა მოეხსნას.

„ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ კოლაბორაცია მასსა და გავრილოვს შორის. რაც შეეხება დღევანდელ განხილვას, ეს არის პროცედურული საკითხი, აქ მის დამნაშავეობა- უდანაშაულობაზე არ არის მსჯელობა და ცხადია, ეს სასამართლოს კონპეტენციაა, პარლამენტი ამას ვერ განსაზღვრავს. ხოლო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უნდა მოეხსნას იმუნიტეტი, ყველა ადამიანი უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორი, რათა სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, აღასრულოს მართლმსაჯულება,“ - განაცხადა ბერაიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა