ლევან იოსელიანი - ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი, რატომ უნდა მოეხსნას ნიკა მელიას იმუნიტეტი

პარლამენტმა არ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ის არის პროკურატურის გაგრძელება, უნდა აჩვენოს თავისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და უარი უთხრას პროკურატურას იმუნიტეტის მოხსნაზე, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პროკურატურისთვის თანხმობის მიცემას, რომ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.

მისი თქმით, მან ვერ მოისმინა ვერც ერთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეუჩერდეს მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი.

„რა თქმა უნდა, წინააღმდეგ მივეცი ხმა და არ დავუჭირე მხარი პროკურატურის შუამდგომლობას, რადგან ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი, რატომ უნდა მოეხსნას ნიკა მელიას პარლამენტის იმუნიტეტი, როცა ერთი კვირის წინ ჩვენ თვითონ შევუნარჩუნეთ და ვთქვით, რომ ეს იყო განპირობებული იმ პოლიტიკური მიზანშეწონილობით, რაც ქვეყანაში არსებობს. გარდა ამისა, მთელი ამ პერიოდის მანძილზე რაც ნიკა მელია გარეთ იმყოფება, მას არც მოწმეებზე მოუხდენია ზეწოლა, არ ჰქონია მცდელობა გამოძიებას მიმალვოდა, არ ჰქონია მცდელობა მტკიცებულებების განადგურების, რაც არის პატიმრობის შეფარდების წინაპირობა, აქედან გამომდინარე პარლამენტმა ეს ყველაფერი უნდა გაიაზროს და კარგად დაფიქრდეს, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. მისთვის იმუნიტეტის მოხსნა დღეს უტოლდება პატიმრობაში ყოფნას და ამის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი მელიას არ ჩაუდენია, მხოლოდ გირაოს გადაუხდელობა არის საკმარისი არგუმენტი, რომ საპატიმროში მოხვდეს? - მე ვფიქრობ არა“ - განაცხადა იოსელიანმა.

იხილეთ ვიდეო:ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი, რატომ უნდა მოეხსნას ნიკა მელიას იმუნიტეტი - ლევან იოსელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო