პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ წევრებისთვის „გავრილოვის მადლობის ბარათები" მიიტანეს

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია გრძელდება. მას შემდეგ, რაც კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა, აქციის მონაწილეებმა, მათ შორის, ოპოზიციის წევრებმა კონვერტები მოიტანეს, რომლითაც, მათივე თქმით, „ქართული ოცნების" წევრებს რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი მადლობას უხდის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა, ამგვარი პერფორმანსით, "ქართულ ოცნებას" ეუბნებიან იმას, რომ ოკუპანტი ქვეყნის დავალებას ასე მარტივად ვერ შეასრულებენ.

„გვსურს, ამით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ის, რომ კომუნისტი გავრილოვის დავალებებს საქართველო ასე მარტივად არ შეასრულებს. აქ არის გივი მიქანაძის და ყველა მარიონეტი დეპუტატის მისამართით დაწერილი მადლობის ბარათი, რომელიც მათ სერგეი გავრილოვისგან მიიღეს იმის გამო, რომ მათ გავრილოვის დაკვეთა შეასრულეს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მოგვიანებით ელენე ხოშტარია პარლამენტში შევიდა და „გავრილოვის მადლობის ბარათები" პარლამენტის კანცელარიაში დატოვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა