"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ, დაპირისპირებაა

"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ, მცირე დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეების შეფასებით, ქვეყანაში მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობაა, რასაც ისინი მდუმარე აქციით აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: "მხარდაჭერა სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს!", "200 ლარით რა ვქნათ?!", ნუ "მიჭერ", "ამოხვედით ყელში", "გავკოტრდი მშია!", ", მონებო, მატყუარებო", "ვაქცინა ვერ ჩამეიტანეს!". ახალგაზრდებმა მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერის გაკეთება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

"ვაპროტესტებთ "ქართული ოცნების“ 8-წლიან „ბალამუტს“, რომელშიც მთელი საქართველო ცხოვრობს. არ გვინდა, რომ ამ რეალობაში ვიცხოვროთ. გააკოტრეს ჩვენი მოსახლეობა, ხალხი მშიერია. გვინდა, რომ ეს შევახსენოთ. ამ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება. ჩვენ ყველა ჩვენი მეგობარი ოპოზიციონერის აქციას ვუერთდებით. ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურად ანგარიჟირებულია, ორი აზრი არ არსებობს, რომ ოპოზიციონერების დევნა ხორციელდება",- განაცხადა "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლევან ლაბაძემ.

პოლიციასთან მცირედი ინციდენტის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა წარწერა "მონებო" "ქართული ოცნების" შენობის წინ, გზაზე გააკეთეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა