ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ პოლიცია ნიკა მელიას დასაკავებლად მივა, სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ, „რადგან მათ ტაშით არავინ შეეგებება“

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ პოლიცია ნიკა მელია დასაკავებლად მივა, სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ, „რადგან მათ ტაშით არავინ შეეგებება“.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ნიკა მელია მაგალითია იმის, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს.

„გამოჩნდება გზა, წინასწარ ვერ გეტყვით. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ ჩვენთან პოლიცია მოვა, ტაშით ნამდვილად არ შევეგებებით! თუ მოვლენ ნიკა მელიას დასაკავებლად, რა თქმა უნდა, მათ სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ. ასე მარტივად საქმე არაა და ეს „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის. ჩვენ მხარეს სიმართლეა და როდესაც სიმართლე გიმაგრებს ზურგს, მაშინ ასჯერ უფრო ძლიერი ხარ, განსხვავების იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ასე უკანონო ქმედებებს ახორციელებს. ბუნებრივია, ამ დროს ძალა შენც უნდა დაუპირისპირო! ნიკა მელია მაგალითია ზუსტად იმის, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა