არჩილ თალაკვაძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ან ლინდეს ვიზიტი სოლიდარობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას, შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, ეუთოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. არჩილ თალაკვაძის თქმით, შვედეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე. პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ესაუბრა. საუბარი ასევე, შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს და მის მნიშვნელობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო