პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, განაგრძოს შვედეთის სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად შვედურმა მხარემ ეუთოს რეგიონში კონფლიქტების გადაჭრა დაისახა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის დაკავების და ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლოს მიერ მისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების მძიმე ფაქტს.

საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატების ეფექტიან ფუნქციონირებასა და მნიშვნელობას. ენ ლინდემ საქართველოსადმი ეუთო-ს მხარდაჭერა კონფლიქტის გადაჭრასა და ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა