მაია ბითაძე - საქმე გვაქვს გარკვეულწილად პოლიტიკურ ცირკთან, რომლის დადგმის სურვილი აქვს ნიკანორ მელიას

საქმე გვაქვს გარკვეულწილად პოლიტიკურ ცირკთან, რომლის დადგმის სურვილი აქვს ნიკანორ მელიას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მაია ბითაძე აცხადებს, ნიკა მელიას აქვს საშუალება გადაიხადოს გირაო და „ მშვიდად წყნარად გააგრძელოს საქმიანობა“.

„ძალიან მარტივი საკითხია. საქმე გვაქვს გარკვეულწილად პოლიტიკურ ცირკთან, რომლის დადგმის სურვილი აქვს ნიკანორ მელიას. თუმცა, აქვე მოვუწოდებ, მას ჰქონდა საშუალება შემოსულიყო პარლამენტში, ემუშავა და განეხორციელებინა თავისი უფლებამოსილება ყველანაირი ცირკის, სამაჯურის გადაგდების და მოხსნის გარეშე. არ გამოიყენა ის კანონისმიერი ლმობიერი დამოკიდებულება პროკურატურის მხრიდან რასაც გირაოს გადახდა ჰქვია. მიზნობრივად ახორციელებს აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობას, ამას მხარს უბამს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გარკვეული ნაწილი. დღეს ჩვენ მომსწრე ვართ იმის, რომ მთლიანად პოლიტიკური სპეკულაციების რეჟიმში ცდილობენ გადაიყვანონ სამართლებრივი სახელმწიფო, რაც მიუღებელია. აქვს ნიკანორ მელიას საშუალება, როგორც დღეს, ისე ხვალ, გადაიხადოს გირაო, მშვიდად წყნარად გააგრძელოს საქმიანობა, მანამ სანამ საქმე საბოლოოდ არ იქნება გამოძიებული“,-აცხადებს ბითაძე.

მისივე თქმით, ის რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს „პოლიტიკური სპეკულაციაა“.

„სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, შეეშვან დამუქრებას, ცირკის, სპექტაკლების დადგმას. პოლიტიკური თამაში არ არის სამართალთან კავშირში“, - აცხადებს მაია ბითაძე.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი დღეს განიხილავს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა