გია ვოლსკი - არ შეიძლება სახელმწიფოში იყოს ქაოსი და ქვეყანა ფანჩატურში დაწერილი წესებითა და დღის წესრიგით იმართებოდეს

არ შეიძლება სახელმწიფოში იყოს ქაოსი და ქვეყანა ფანჩატურში დაწერილი წესებითა და დღის წესრიგით იმართებოდეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის შეფასებით, თვალსაჩინოა დარღვევა, რომელიც განაპირობებს გენერალური პროკურატურის მომართვის საფუძვლიანობას დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე. მისივე თქმით, ამ თვალსაჩინო დარღვევის სიმძიმეზე იმსჯელებს სასამართლო და არა - პარლამენტი.

“მოცემულობაა ისეთი, როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, არსებობს თუ არა სახელმწიფო. გადაწყვეტილებას აქედან გამომდინარე ვიღებთ! რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ ნაწილს, რეალობა ასეთია - რუსეთის ფედერაციის არც თუ გავლენიანი დეპუტატი აკეთებს განცხადებას, რომელიც რიგი მედია საშუალებების ამოსავალ წერტილად იქცა. დაუსვეს კითხვა და მიიღეს პასუხი, თუ რა ცუდები არიან ისინი, ვინც ჩვენ გვიპირისპირდებიან და რა კარგი ვართ ჩვენ! უნდა შევაფასოთ, ვის აწყობდა ეს განცხადება, ვის აწყობდა პარლამენტის ამ სავარძელში ჩახტომა და ვისი დაკვეთით შეიძლება მოქმედებდეს ესა თუ ის ადამიანი, რომელიც ოკუპანტ ძალას წარმოადგენს. აქ შეკითხვები ზედმეტია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დღეს პარლამენტი გენერალური პროკურორის მომართვის საფუძველზე დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს იხილავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს