რატი იონათამიშვილი - რაც ოკუპანტმა 2008 წელს ვერ გაბედა, ახლა მოაქვთ მავთულხლართები თბილისის ცენტრში და ჰარმონიზაციაში არიან გავრილოვთან

პარლამენტის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, თან დეპუტატის მანდატი არ სურს, თან იმუნიტეტს ებღაუჭება, რაც ფარისევლობაა. როგორც იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელმოცარული „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ავანტიურას ეფარება.

“დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამწუხაროდ ვერ ვახერხებ პარლამენტში მისვლას, მაგრამ, ცხადია, ჩემი ხმა უპირობოდ არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მხარეს! მიმაჩნია, რომ პოლიტიკურ ავანტიურაზე, რასაც ახლა ეფარება ხელმოცარული „ნაციონალური მოძრაობა“, მკაცრი პასუხი უნდა გვქონდეს ყველას. მათ არ აქვთ უნარი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის, ამიტომ ცდილობენ კრიმინალის წახალისებას და პროვოკაციებით ფონს გასვლას. რაც ვერ გაბედა ოკუპანტმა 2008 წელს - ახლა მოაქვთ მავთულხლართები თბილისის ცენტრში და ჰარმონიზაციაში არიან გავრილოვთან. მელიას თან არ სურს დეპუტატის მანდატი, თან იმუნიტეტს ებღაუჭება. სწორედ ეს არის ფარისევლობა, რასაც შესაბამისად შეაფასებს ქართული საზოგადოება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს