პროკურორი - ნიკა მელია ჯერ ისევ გირაოს რეჟიმში რჩება და მას ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს თანხა შეიტანოს

ვიდრე სასამართლო ნიკა მელიას მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას არ შეცვლის, ის გირაოს რეჟიმში რჩება - შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მას, ან მისი სახელით მის სასარგებლოდ სხვა პირს, შეუძლია გირაოს თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისს ანგარიშზე შეიტანოს, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამირან გულუაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ გირაოს მოცემულობა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ანულირდება და გადახდა აზრს დაკარგავს.

„ვადის გასვლის მიუხედავად, ჩვენი მხრიდან ნიკა მელიას დამატებით ერთკვირიანი ვადა შეეთავაზა იმისთვის, რომ მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს. ის ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს. გააკეთა სახასიათო განცხადება, რომ სასამართლოში არ გამოცხადდება, რაც მიუთითებს, რომ გარაო, რომელიც ამ ეტაპზე არის გამოყენებული, აღკვეთის ღონისძიების მიზნებს ვერ უზრუნველყოფს. მას არც გირაოს გადახდა უნდა და არც სასამართლოში გამოცხადება“, - განაცხადა პროკურორმა.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, გენერალური პროკურორის მომართვის საფუძველზე, დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს იხილავს.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილი დეპუტატებს გენერალური პროკურორის შესაბამისი მიმართვა გააცნო, სადაც წარმოდგენილია ის სამართლებრივი გარემოებები, რის საფუძველზეც გენერალური პროკურატურა პარლამენტს მელიასათვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნით მიმართავს.

იხილეთ ვიდეო:პროკურორის თქმთ, ნიკა მელია ჯერ ისევ გირაოს რეჟიმში რჩება და მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს თანხა შეიტანოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა