ივერი მელაშვილი განმარტავს, რას გულისმობდა, როდესაც სატელევიზიო გამოსვლისას თქვა - "როგორ არის დავით გარეჯი შენი, როცა შენი არ არის"

„ყველა სიტყვას აქვს თავისი პასუხი“, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა საჯაროდ გაკეთებულ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მტკიცებულების სახით საქმეზე დართვასაც პროკურატურა ითხოვს.

"დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზეა ლაპარაკი. სატელევიზიო განცხადებები არ ვიცი. ყველა სიტყვას აქვს თავისი პასუხი. წესით რომც გამოიყენონ მერე რა, ყველაფერს აქვს თავისი პასუხი", - განაცხადა მელაშვილმა.

შეკითვაზე, თუ რას გულისმობდა, როდესაც სატელევიზიო გამოსვლისას თქვა - "როგორ არის დავით გარეჯი შენი, როცა შენი არ არის", მელაშვილმა უპასუხა - ვგულისხმობდი იმას, რასაც ვგულისხმობდი იმთავითვე".

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. ამასთან, გარკვეული პერიოდის წინ, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

იხილეთ ვიდეო:ივერი მელაშვილი განმარტავს, რას გულისმობდა, როდესაც სატელევიზიო გამოსვლისას თქვა - "როგორ არის დავით გარეჯი შენი, როცა შენი არ არის"

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა