გიგა ბოკერია - თუ ნიკა მელიას დააკავებენ, თავის ბედს გახდიან დრამატულს, ქვეყანას დააზიანებენ და კიდევ უფრო გააღრმავებენ ბრაზს

თუ ნიკა მელიას დააკავებენ, თავის ბედს გახდიან დრამატულს, ქვეყანას ძალიან დააზიანებენ და კიდევ უფრო გააღრმავებენ ბრაზს და დაპირისპირებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკური დაკვეთაა.

ნიკა მელიას წინააღმდეგ მთელი საქმე არის პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთა, ამოცანით რომ ზოგადად საზოგადოება, კერძოდ, ოპოზიციური სპექტრი დააშინონ და შესაძლოა, გამოთიშონ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პოლიტიკური ცხოვრებიდან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ და დათრგუნონ საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ისინი ამ ამოცანას ვერ მიაღწევენ, მაგრამ თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და დააკავებენ ნიკა მელიას, თავის ბედს გახდიან დრამატულს, ქვეყანას ძალიან დააზიანებენ და კიდევ უფრო გააღრმავებენ ბრაზს და დაპირისპირებას - ყველაფერს გააფუჭებენ. იმედი მაქვს, ამ ნაბიჯს ვერ გაბედავენ და არ და ვერ გადადგამენ. ინსტიტუტების ჩამოშლას, ჩვენი ქვეყნის კურსიდან გადახვევას და დიდი საფრთხის წინაშე დაყენებას ყველაფრის, რასაც სახელმწიფო ინსტიტუტების ტრადიცია ჰქვია, სათავე დაუდო ამ რეჟიმმა და აგრძელებს ნაბიჯ-ნაბიჯ. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერა იქნება კიდევ ერთი დარტყმა ამ მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ იმ გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ნორმალური ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქციები დაგეგმილი გვაქვს და ეს გაგრძელდება ვიდრე არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ თუ ნიკა მელია დაიჭირეს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს შეიტანს დიდ კორექტივებს ყველაფერში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო:გიგა ბოკერიას თქმით, თუ ნიკა მელიას დააკავებენ, თავის ბედს გახდიან დრამატულს, ქვეყანას დააზიანებენ და კიდევ უფრო გააღრმავებენ ბრაზს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა