დიმიტრი ხუნდაძე - ნიკანორ მელიამ ფაქტიურად სამართლებრივ სახელმწიფოზე გალაშქრება დააპირა

ჩვენ არ უნდა ავყვეთ დესტრუქციული დღის წესრიგით ცხოვრების რეჟიმს და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სახელმწიფოებრივი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას მიერ "სამართალზე გალაშქრება არის დესტრუქციის და პოლიტიკური არასტაბილურობისკენ მიმართული".

ხუნდაძის აზრით, პარლამენტმა სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არ გადავარდეს პოლიტიკურ მორევში.

"ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხზე გასაგებია, ეს იყო მათი დღის წესრიგი, მათი დესტრუქციული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი და ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა ავყვეთ დესტრუქციული დღის წესრიგით ცხოვრების რეჟიმს და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სახელმწიფოებრივი და ეს გადაწყვეტილება არის სავალდებულო, რომ პარლამენტმა სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს და არ გადავარდეს პოლიტიკურ მორევში. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდენტური უფლებაა, რომ კანონის აღსრულება უნდა ხდებოდეს და მითუმეტეს, პირველ რიგში კანონმდებელი უნდა იცავდეს ამ უფლებას, დღეს ნიკანორ მელიამ ფაქტიურად სამართლებრივ სახელმწიფოზე გალაშქრება დააპირა და აქ პარლამენტი თავის გადაწყვეტილებაში იქნება მყარი,"- განაცხადა ხუნდაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს