ევროპის უნივერსიტეტის ონლაინ ზამთრის სკოლის მონაწილეებს კარლ ჰარცელი, არჩილ თალაკვაძე და დავით ზალკალიანი მიმართავენ

ევროპის უნივერსიტეტი ონლაინ ზამთრის სკოლას "ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: საქართველო და ევროკავშირი“ იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროპის უნივერსიტეტიდან აცნობეს, გახსნის ღონისძიება 17 თებერვალს, 11:00 საათზე გაიმართება და მონაწილეებს ევროპის უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიმართავენ.

ზამთრის სკოლის მონაწილეები ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებისგან ინტერაქციულ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემატური საკითხების, საქართველოს ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკის, ევროპეიზაციის თანამედროვე გამოწვევების შესახებ.

ზამთრის სკოლის დისკუსიებში ჩაერთვებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ლიდერები და დარგის სპეციალისტები.

ზამთრის სკოლა ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება, რომელმაც ერასმუს პლიუსის ჟან მონეს პროგრამის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში (მოდულის N: 620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE). აღნიშნული მოდული ასევე ითვალისწინებს აკადემიური გუნდის მიერ კვლევის ჩატარებას და კონფერენციის გამართვას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს