ბიძინა კულუმბეგოვი - ქვეყანას აქვს გარანტირებული დოზები, ორმხრივი მოლაპარაკებები არის უკვე ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება

მე იმედებით ვარ აღვსილი, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს წლის ბოლომდე იმ ძირითადი გეგმის შესრულებას, რაც ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მიის თქმით, ქვეყანას აქვს რაღაც ტიპის გარანტირებული დოზები, ორმხრივი მოლაპარაკებები არის უკვე ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება.

„დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა მიმდინარე საკითხებს, ვაქცინაციისთვის მზადების პროცესს და იმ გეგმის იმპლემენტაციას, რომელიც ქვეყანას აქვს დასახული. რასაკვირველია, ჩვენი მიზანია, რომ ეს გეგმა იქცეს რეალობად და ბუნებრივია, ამისთვის, ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ისიც გვესმის, რომ მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა წარმოებასა და ვაქცინების მოთხოვნას შორის და ამიტომაც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი.

ჯერჯერობით, ქვეყანას აქვს რაღაც ტიპის გარანტირებული დოზები, იგივე კოვაქსის პლატფორმიდან. ორმხრივი მოლაპარაკებები არის უკვე ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება. მე იმედებით ვარ აღვსილი, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს წლის ბოლომდე იმ ძირითადი გეგმის შესრულებას, რაც ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის გახსნისთვის, მომავალი ფუნქციონირებისთვის და ბევრი სხვა ნიუანსისთვის“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა