ირაკლი ქადაგიშვილი - რაც არ უნდა პოლიტიკური დიალოგის საჭიროებას ვხედავდეთ, პარლამენტი ვერ იქნება კანონისა და სასამართლოს გაუქმების მომხრე

პარლამენტი ვერ იქნება კანონისა და სასამართლოს გაუქმების მომხრე, რაც არ უნდა პოლიტიკური დიალოგის საჭიროებას ვხედავდეთ, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილმა პარლამენტს დადგენილების პროექტი გააცნო, რომლის მიხედვით, გენერალურ პროკურატურას პარლამენტისგან ეძლევა თანხმობა, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, სწორედ პოლიტიკური დიალოგის ჩაშლისკენ არის მიმართული სამართალსა და სასამართლოზე შეტევა. მისივე თქმით, პოლიტიკური დიალოგის გამო ქვეყანაში სამართალი ვერ გაუქმდება.

“რას ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში სამართალი არ უნდა არსებობდეს?! ჩამოიშლება ქვეყანა და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ! პარლამენტი კანონის დამანგრეველის როლში ვერ დადგება. სწორედ პოლიტიკური დიალოგის დასანგრევად უნდათ სასამართლოს დანგრევა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც დღეს ქადაგიშვილმა განაცხადა, მთელი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა პროცესუალური ნორმების დაცვით, როგორც ბრალმდებლის მხრიდან, ასევე ბრალდებულის დამცველების მხრიდან და სასამართლო კანონმდებლობით დადგენილ წესებს მიყვებოდა.

„ბოლო მომენტში ვხედავთ, რომ ბრალდებულის მხრიდან ხდება კანონმდებლობის უხეშად დარღვევა, კეთდება სახელმწიფოს დამაზიანებელი, სასამართლო სისტემის დამანგრეველი მოწოდებები. კანონმდებლებს არა გვაქვს უფლება პროკურატურას ვუთხრათ უარი, რომ ეს საკითხი სასამართლოს განხილვის საგნად იქცეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო