გურამ ჩალაგაშვილი - თუ დღეს „ქართულ ოცნებას“ უკანონოდ დავაჭერინებთ ნიკა მელიას, ხვალ ისევ დაიჭერენ ირაკლი ოქრუაშვილს, გიგი უგულავას და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს

თუ დღეს „ქართულ ოცნებას“ უკანონოდ დავაჭერინებთ ნიკა მელიას, ხვალ ისევ დაიჭერენ ირაკლი ოქრუაშვილს, გიგი უგულავას და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს. საბოლოო ჯამში, დარჩება „ქართული ოცნება“, ზებრა, პინგვინი, ლეიმურაზი და ბიძინა, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ჩალაგაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არ აპირებენ „ჯავშანჟილეტების ჩაცმას და შეიარაღებას”, მაგრამ მათი ამოცანაა, რომ „ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს იმ უსამართლობის აღსრულება, რომელსაც დღეს ჩადიან.

„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას, ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ „ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს იმ უსამართლობის აღსრულება, რომელსაც ისინი დღეს ჩადიან. მას ვერ დაიჭირენ იმიტომ, რომ ამისი შნო არ აქვთ. თუ ჩვენ დღეს „ქართულ ოცნებას” უკანონოდ დავაჭერინებთ ნიკა მელიას, ხვალ ისევ დაიჭერენ ირაკლი ოქრუაშვილს, გიგი უგულავას და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს. საბოლოო ჯამში დარჩება „ქართული ოცნება“ ზებრა, პინგვინი, ლეიმურაზი და ბიძინა. არ ვაპირებთ ჯავშანჟილეტების ჩაცმას და შეიარაღებას, მაგრამ სამართალი არის ჩვენს მხარეს, ამიტომ, დავიცვავთ მას თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. თუ ვიქნებით ერთად მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ „ქართული ოცნების” გაშვებას. მათი დღეები დათვლილია და რამდენიმე თვეში დაემშვიდობებიან ხელისუფლებას”, - აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა