მცხეთის მერიასთან, სადაც პედაგოგები აქციას მართავენ, ხმაური და დაპირისპირებაა

მცხეთის მერიასთან, სადაც პედაგოგები აქციას მართავენ, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა. მასწავლებლები აცხადებენ, რომ სკოლიდან უსაფუძვლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეები კითხვებზე პასუხის მისაღებად მერთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.

საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებიც.

„ადამიანი მოვიდა და გვეეუბნება, რომ მერიის შენობაში არცერთი ადამიანი არ არის, ვინც პასუხს გაგვცემს. ეს არის უბრალოდ სირცხვილი. არც ერთი ადამიანი არ არის, ვინც პასუხს გაგვცემს, რატომ გაათავისუფლეს სკოლის დირექტორები საარჩევნო მიზნების და საარჩევნო ანგარიშსწორების გამო“,-განაცხადა საბა ბუაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს