ანა დოლიძე - როდესაც ერთ დღეში ქვეყნიდან გაქცევის სურვილი 40 ათას ადამიანს უჩნდება, ეს არის ხელისუფლების განაჩენი

როდესაც ერთ დღეში ქვეყნიდან გაქცევის სურვილი თითქმის 40 ათას ადამიანს უჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უპატრონოდაა დარჩენილი, მას მთავრობა არ ჰყავს - ეს არის ხელისუფლების განაჩენი, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ის ფაქტი, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით ერთ დღეში თითქმის 40 ათასი საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არც კოვიდპანდემიამდე ჰქონდა ეკონომიკური პოლიტიკა და არც ახლა არ აქვს.

„პირველივე დღეს გერმანიაში სამუშაოდ წასასვლელად 40 ათასამდე ადამიანი დარეგისტრირდა. ეს არის ამ ხელისუფლების განაჩენი. იმის ნაცვლად, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა დაკავებული იყოს საკუთარი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, კოვიდპანდემიის პირობებში ყოველდღიურად ვხედავთ უგუნური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, როგორ ესხმის თავს ჩვენი ხელისუფლება მშრომელ ხალხს. ჩაკეტილი ქვეყანა, ათი ათასობით უმუშევრად დარჩენილი ადამიანი, დახურული ბიზნესები, ათასობით სტატუსშეჩერებული სტუდენტი, ბანკების პროცენტებით გაგუდული პენსიონერები - ეს ის ადამიანები არიან, ვისაც გაქცევა უნდათ სამშობლოდან, რომ ლუკმა-პური იშოვონ. ხელისუფლება კი ამ ფაქტს არც იმჩნევს. რისთვის ვქირაობთ ამ ხალხს და რისთვის ვუხდით ჩვენი ბიუჯეტიდან ფულს, იმისთვის რომ ისევ მხოლოდ თვითონ და მათთან დაახლოებული პირები გამდიდრდნენ. თუკი სხვა ქვეყნები ახერხებენ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები არა მარტო თავისი მოსახლეობისთვის, არამედ დაიქირაონ მუშახელი საქართველოდან, რას გვიკეთებს მთავრობა - ფაქტობრივად, არაფერს, არც კოვიდპანდემიამდე ჰქონიათ ეკონომიკური პოლიტიკა, არც დღეს აქვთ და, ფაქტია, არც მომავლისთვის ფიქრობენ ამ მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნა უპატრონოდაა დარჩენილი და მას ხელისუფლება არ ჰყავს,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა