გიგი უგულავა - მოვლენ საჩხუბრად?! ვისაც ძალა ერჩის, უნდა იჩხუბოს, სხვა გზას არ ტოვებს ხელისუფლება - ტანჯავთ კომპლექსი, ვაი და ახლა ბიძინა წავიდა და ხალხმა არ იფიქროს, ჩვენ კაცს ვერ ვიჭერთო

მოვლენ საჩხუბრად?! ვისაც ძალა ერჩის, უნდა იჩხუბოს, სხვა გზას არ ტოვებს, კანონიდან გავიდა ეს ხელისუფლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგი უგულავა აცხადებს, ხელისუფლებისგან ყველანაირი სიგიჟეა მოსალოდნელი, მისივე თქმით, მმართველ გუნდში ტანჯავთ კომპლექსი, „ვაი და ახლა ბიძინა წავიდა და ხალხმა არ იფიქროს ჩვენ კაცს ვერ ვიჭერთ“.

„ახლა ვნახოთ, როგორ არის ძირგამომპალი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორ არის გამოხრული ბიძინა ივანიშვილის მიერ, კარგად გამოჩნდება.

ჩვენ ვნახეთ ერთპარტიული პარლამენტი, მანქურთებით დაკომპლექტებული, ძალიან ტყუილად ცდება იქ, ბევრი, რომელიც თვლის, რომ „მე არაფერ შუაში ვარ, ხომ გესმით“. არა მეგობრებო, არავის არ ესმის ორპირობა, ორგულობა, ეს სიბინძურე და საზიზღრობა, რასაც ჩადიხართ, ისე არ იქნება „მერე რა მოხდა“, ყველას მოგეკითხებათ!

მოვლენ საჩხუბრად?! ვისაც ძალა ერჩის, უნდა იჩხუბოს, სხვა გზას არ ტოვებს, კანონიდან გავიდა ეს ხელისუფლება, ჯანსაღი აზრის ფარგლებიდან გავიდა. პარლამენტში რომ მანქურთები არიან მოსამართლეები უარესები არიან.

მოვიდნენ, სახეაფარებული პოლიციელები მაინტერესებს. გაიხსენეთ „ბერკუტელების“ ბედი, ტყუილად გგონიათ, რომ ხელისუფლებას კიდევ დავჭირდები და ჩვენ ყველას დავჭირდებით.

ამათგან ყველანაირი სიგიჟეა მოსალოდნელი, ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად. სუსტები არიან, ყველაზე საშინელი მდგომარეობა აქვთ, ტანჯავთ კომპლექსი, ვაი და ახლა ბიძინა წავიდა და ხალხმა არ იფიქროს ჩვენ კაცს ვერ ვიჭერთო. ამ კომპლექსის გამო მოვიდა ხელისფულება ამ საგიჟეთამდე“,-აცხადებს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

იხილეთ ვიდეო:მოვლენ საჩხუბრად?! ვისაც ძალა ერჩის, უნდა იჩხუბოს, სხვა გზას არ ტოვებს ხელისუფლება! - გიგი უგულავა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს