ზაალ უდუმაშვილი - ეს კინო ზუსტად იგივე საქმეზე ნანახი გვაქვს, წინ კიდევ ერთი პროცესი გველოდება, არაფერი გვაშინებს, რადგან ჩვენს უკან სიმართლეა

ასე იქცევა ყოველთვის მორჩილი ხელისუფლების მორჩილი პარლამენტი, რომელსაც უბრალოდ არც კი აძლევენ არჩევანის საშუალებას, -ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას რეალურად ნიკა მელიას დაპატიმრება შეუძლია.

„ქართული ოცნებისგან“ მეტს არაფერს ველოდით. ორი დღე გვიანონსებდნენ, რომ ერთხმად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და ასეც მოხდა. ასე იქცევა ყოველთვის მორჩილი ხელისუფლების მორჩილი პარლამენტი, რომელსაც უბრალოდ არც კი აძლევენ არჩევანის საშუალებას. უთხრეს, ასე უნდა ქნათ და მიაჭიროთ ხელი, მათაც ასე ცხვრებივით მიაჭირეს ხელი, რადგან ეშინიათ. შიში აქვთ, ხელი რომ არ მიაჭირონ, მერე მათ დიდი ბაბუა და ბიძია გაუბრაზდებათ. ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. ის, რომ პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა ნიკა მელიას, ეს კინო ნანახი გვაქვს ზუსტად იგივე საქმეზე, მაგრამ ისიც ვნახეთ, სასამართლოში როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას რეალურად ნიკა მელიას დაპატიმრება შეუძლიათ. წინ კიდევ ერთი პროცესი გველოდება, ვნახოთ, რამდენად ეყოფათ იმის გამბედაობა. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, არაფერი გვაშინებს, არავითარი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენს უკან არის სიმართლე“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღვოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს