გიგი უგულავა - რასაც ვუყურებ, ნიკა მელია არის მხნედ

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ის მზადაა საკუთარი ხელფასით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას გირაო გადაუხადოს.

როგორც უგულავა აცხადებს, საზოგადოებამ იხილა „მოხალისე პიონერებივით ჩამდგარი ვითომ ოპოზიცია, რომელიც გირაოს შესაძლებლობებზე ლაპარაკობდა“.

„თუ მაგდენი ვერ გაუგია ელისაშვილს, რომ ამდენ ხალხს გირაოს შეგროვების შესაძლებლობა არ გვიჭირს და ყველა ლარ-ლარს, 10 ლარს, 50 ლარს და ვისაც რა აქვს იმას დადებს, ეს არ არის თემა. ამდენს თუ ვერ ხვდება ის მართლა ბრიყვი, საცოდაობა, რაზე უნდა ვილაპარაკო?!“ - აცხადებს გიგი უგულავა.

როგორც გიგი უგულავა განმარტავს, ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს.

„ის არის მხნედ და ზედმეტი სიტყვიერი გაფრთხილება მგონი არ სჭირდება. რასაც ვუყურებ ის არის მხნედ. მე სამჯერ დამაპატიმრეს ამათ და სამივეჯერ განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე. არგუმენტი ბევრი იყო, ჩემი შემთხვევა შეიძლება განსხვავებული იყო, საქმეებიც განსხვავებული იყო. ახლა ვსაუბრობთ გავრილოვის ღამეზე“,-აცხადებს უგულავა.

ცნობისთვის, პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მზადაა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს შესაგროვებლად თავისი ხელფასი გადაურიცხოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა