გიორგი ჩალაძე - დღეს, გავრილოვი ასამართლებს საქართველოს მომავალს და ღირსებას მელიას სახით

ნიკა მელიას საქმე არის საქართველოს ღირსების საქმე. დღეს, გავრილოვი ასამართლებს საქართველოს მომავალს და ღირსებას მელიას სახით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პარლამენტის გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მზად არიან, რომ უკანონობას წინ სიმართლის დაცვით, მშვიდობიანად აღუდგენენ.

„ჩვენი პასუხი უკანონო მორჩილებაზე იქნება ის, რასაც ჰქვია სამართლის დაცვა. ეს სამართლის დაცვა არის მშვიდობიანი. მზად ვართ ჩვენს ხელთ არსებული მეთოდებით უსამართლობას წინ აღვუდგეთ. დღეს, გავრილოვს იდეურად ხელმძღვანელობს გენერალი როდიონოვი. ეს ბრძოლა არის საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა“, - განაცხადა ჩალაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებისგან პროვოკაციებს ვერ გამორიცხავს.

„ვერაფერს გამოვრიცხავთ, როდესაც ხელისუფლებაში გვყავს გავრილოვების კასტა, როდესაც „ქართული ოცნება“ ინსტრუქციებს რუსეთიდან იღებს. ყველა შევესწარით და ყველამ დავინახეთ. გამორიცხული არაფერია, დაწყებული პროვოკაციებით, რომლის მოწყობაც შესაძლოა, მოდიოდეს „ქართული ოცნებიდან“ და დამთავრებული ნებისმიერი წარმოუდგენელი რამით. “ქართული ოცნება“ დღეს, აგონიაშია. ყველა მეთოდით ცდილობს, რაიმე გამოსავალი მონახოს იმ ჩიხური სიტუაციიდან, საიდაც ყველა ვარიანტში დამარცხებულია. ეს მარცხი მან განიცადა საქართველოს ღირსებასთან, მართალ პროცესთან და ამ პროცესს ჰქვია მელიას პროცესი. ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ შემთხვევაში, ჩვენ ვართ ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები“, - განაცხადა ჩალაძემ.

პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღვოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო