ალეკო ელისაშვილი - დაუკრეფავში ნუ გადავა ნიკა მელია და ვისთანაც ასე ლაპარაკს არის მიჩვეული, იმათში ნუ ავერევი - გაიხსენოს, ალეკო ელისაშვილი ვარ

დაუკრეფავში ნუ გადავა ნიკა მელია და ვისთანაც ასე ლაპარაკს არის მიჩვეული, იმათში ნუ ავერევი. გაიხსენოს, ალეკო ელისაშვილი ვარ,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგებს იმკიან.

„მესმის, რომ მძიმე ემოციური ფონი აქვს ნიკა მელიას, ასევე მას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ ვურჩევ, დაუკრეფავში ნუ გადავა და ვისთანაც ასე ლაპარაკს არის მიჩვეული, იმათში ნუ ავერევი. კარგად მიცნობს და იცის, რასაც ვეუბნები. თუ ადამიანისკენ ადამიანურ ნაბიჯს ვდგამ მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია აღმაშფოთებელია და სწორედ მისი პარტიის მმართველობის შედეგად არის მიღებული მართლმასჯულების ეს სისტემა, ზოგ- ზოგიერთი ყოფილი მთავარი პროკურორი რომ მოკალათებულა სადღაც და ჭკუას გვარიგებს მართლმსაჯულებაზე, მათი შექმნილი პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგებს ვიმკით. ნიკა მელია დაუკრეფავში ნუ გადავა. როგორც ჩანს, დღეს ძალიან ნერვიულობს, ზედმეტები მოუვიდა, სიტყვა და ზღვარი გაექცა. დამშვიდდეს, დაწყნარდეს და გაიხსენოს, ალეკო ელისაშვილი ვარ და ვიღაცებში ნუ ავერევი,"- განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის ნიკა მელიას საკუთარი ხელფასიდან გადაუხადოს გირაოს ნაწილი, ნიკა მელიამ მას უპასუხა "ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო