„აიპლიუსი“ Xbox series X-ის გაყიდვებს იწყებს

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში „აიპლიუსი" მომხმარებლებს თებერვლის თვიდან კონსოლების განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „აიპლიუსიდან" აცნობეს.

კომპანიის დიჯიტალ გაყიდვების მენეჯერის, დათა ფიფიას განცხადებით, Apple-ის პროდუქციასთან ერთად სხვადასხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციაც დაემატება გაყიდვაში.

„როგორც ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, უკვე მეორე წელია მულტიბრენდ კომპანიად ვიქეცით და Apple-ის პროდუქციასთან ერთად Samsung-ის, Xiaomi-ის, JBL-ის, Sony-ის, Xbox-ის და სხვადასხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციაც დავამატეთ. საქართველოში თანთადან უფრო და უფრო პოპულარული ხდება Gaming სფერო და ჩვენც გადავწყვიტეთ Console-ების ხაზი უფრო გაგვეფართოვებინა. უკვე ერთი თვეა, აქტიურად გაყიდვაშია Playstation 5, რომლის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლებს აქციაც ელით და დამატებით ნებისმიერი თამაშის უფასოდ შერჩევას შეძლებენ. ამასთან, სიახლე გვაქვს და საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად შემოგთავაზებთ Xbox Series X-ის პროდუქციას, რომელიც არანაკლებ პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე Playstation”, - აცხადებს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი დათა ფიფია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო