ახალგაზრდობის სააგენტოს ფონდის საგრანტო კონკურსის ფარლებში დაფინანსებული პროექტის - digitalyouthwork.ge პრეზენტაცია გაიმართა

ციფრული ახალგაზრდული საქმიანობის ონლაინ სივრცის digitalyouthwork.ge პრეზენტაცია გაიმართა, რაც ახალგაზრდული საქმიანობისა და ზოგადად, ახალგაზრდული სფეროსთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, პროექტი „ახალგაზრდული საქმიანობა- ციფრული სამყარო“ მიზნად ისახავს ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას შიდა ქართლში (და არა მარტო) მოქმედი და დამწყები ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერების მეშვეობით.

მათი ინფორმაციით, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: ხაშური, კასპი და გორი, მისი მომიჯნავე სოფლების, დაბებისა და დასახლებების ჩათვლით.

„პროექტის ფარგლებში შექმნილი ციფრული ახალგაზრდული მუშაკის კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტი, ონლაინ კურსი ციფრულ ახალგაზრდულ საქმიანობაში და რესურსები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

პროექტის უშუალო ბენებეფიციარები იქნებიან ახალგაზრდული მუშაკები და ახალგაზრდული ორგანიზაციები. ახალგაზრდული მუშაკები: პროექტის ფარგლებში გადამზადდება 36 ახალგაზრდული მუშაკი შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტიდან, ხოლო ონლაინ კურსში მონაწილეობა შეეძლება ასობით ახალგაზრდულ მუშაკს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა