თამარ კორძაია - არ გვაქვს ხელისუფლების არც ერთი შტოს გონივრულობის იმედი - ერთადერთი რაც ოპოზიციას დაგვრჩენია, არის ის, რომ ვიყოთ ერთად და ჩვენი რესურსებით დავიცვათ ნიკა მელიას ინტერესები

არ გვაქვს ხელისუფლების არც ერთი შტოს გონივრულობის იმედი, ამიტომ ერთადერთი რაც ოპოზიციურ პარტიებს დაგვრჩენია, არის ის, რომ ვიყოთ ერთად და ჩვენი რესურსებით დავიცვათ ნიკა მელიას ინტერესები, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აქვს იმედი, რომ ხელისუფლება არ დაკარგავს გონს, თუმცა ეს იმედი „ძალიან მბჟუტავია”.

„ჩვენ მთელი დღეა ვუყურებთ უკანონო აღვირახსნილობის პიკს „ქართული ოცნებისაგან”, ჩვენ ყველაფრის მოლოდინი გვაქვს ამ ხელისუფლებისგან, არ ვიცით რა მოუვა თავში ბიძინა ივანიშვილს. არ გვაქვს ხელისუფლების არცერთი შტოს იმედი და გონივრულობის იმედი, ამიტომ ერთადერთი რაც ოპოზიციურ პარტიებს დაგვრჩენია, არის ის, რომ ვიყოთ ერთად და ჩვენი რესურსებით დავიცვათ ნიკა მელიას ინტერესები. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არ დაკარგავს გონს, თუმცა ეს იმედი ძალიან მბჟუტავია. რაც არ უნდა ეცადონ აბსურდული სისულელეების საუბრით იმის ჩვენება საზოგადოებისთვის, რომ თითქოს ოპოზიციაა დესტრუქციული, ამას ვერ მოახერხებენ. რა თქმა უნდა, გონიერი ადამიანები ყველაფერს თავად აფასებენ”, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო