ნინო ბურჯანაძე - ნიკა მელია ყველამ უნდა დავიცვათ, რადგან დასჯა და დაპატიმრება იქნება იმის გარანტი, რომ ხვალ ეს ქვეყანა, როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს და იქნება ივანიშვილის საფეოდალო

“ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დღეს ის ყველამ უნდა დაიცვას.

ნინო ბურჯანაძის თქმით, დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება და მისი არდაცვა იქნება იმის გარანტი, რომ ხვალ საქართველო „ბიძინა ივანიშვილის საფეოდალო იქნება“.

„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მიმაჩნია, რომ ჩემი სამშობლო არ არის ბიძინა ივანიშვილის სახანო, სადაც ბიძინა ივანიშვილის კანონია კანონი. ბიძინა ივანიშვილის მონებისთვის ყველაფერი შეიძლება, ხოლო დანარჩენი საქართველოსთვის სხვა კანონები და წესები მოქმედებს. მოვედი ნიკა მელიასთვის სრული სოლიდარობის გამოსაცხადებლად. მეც და ჩემი თანაგუნდელებიც დღეს ვხედავთ იმას, რომ ნიკა მელია ყველამ უნდა დავიცვათ, რადგან დასჯა, დაპატიმრება და მისი არდაცვა დღეს იქნება იმის გარანტი, რომ ხვალ ეს ქვეყანა საერთოდ აღარ იარსებებს, როგორც სახელმწიფო და იქნება ბიძინა ივანიშვილის საფეოდალო“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, უნდა რცხვენოდეთ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუწყვიტა.

ნიკა მელიას ნამდვილად ეკუთვნის დაცვა იმიტომ, რომ წესიერი, პრინციპული ადამიანია და თუ ვინმეს რაღაც ჭმუნვები აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ეს ნიკა მელიას ნამდვილად არ ეხება. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, უკანონოდ და უსამართლოდ, ვინც არ უნდა დასაჯონ, თუნდაც ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი იყოს, ისიც უნდა დაიცვა. თუ ხარ მართალი და იცავ სამართალს, ყველას მიმართ უნდა იყო მართალი, თუ არადა სხვა რამეს, შერჩევითი სამართალი ჰქვია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო