ალეკო ელისაშვილი - არ მინდა რევოლუცია და არეულობა, არ მინდა ხელისუფლებაში დაბრუნდეს ხალხი, ვინც ეს ძალადობრივი მართლმსაჯულება შექმნა

არ მინდა მე იმ ხალხის დაბრუნება რევოლუციის შედეგად და მეგის ქარდავების სპეცრეისით ჩამოყვანა, გაქცეული ახალაიასი და ზურაბ ადეიშვილის კიდე, იქიდან რომ ჭკუას გვარიგებს ექვს თვეში ერთხელ , - ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები ამ ფაქტის შემდეგ.

"არ ვიცი როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები, მე ვიცი, როგორ არ მინდა განვითარდეს - მე არ მინდა ამ ქვეყანაში რევოლუცია და არეულობა, არ მინდა ხელისუფლებაში დაბრუნდნენ ეს ხალხი ვინც ეს ძალადობრივი მართლმსაჯულება შექმნეს, რომელზეც ახლა წუწუნებენ, არ მინდა მე იმ ხალხის დაბრუნება რევოლუციის შედეგად და მეგის ქარდავების სპეცრეისით ჩამოყვანა, გაქცეული ახალაიასი და ზურაბ ადეიშვილის კიდე, იქიდან რომ ჭკუას გვარიგებს ექვს თვეში ერთხელ.

ჩვენ ოპოზიციაზე კაი ხანია ხელი გვაქვს ჩაქნეული და ვხედავთ, რომ ოპოზიცია ახლა მართლაც ერთიანია და იქ არის ერთი "ნაციონალური მოძრაობა". დანარჩენი ოპოზიციური პარტიები აღარ არსებობენ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ამის მიუხედავად ელისაშვილის თქმით, მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმება შეცდომა იყო და მას მხარი მოქალაქეებმა არ დაუჭირეს.

"აქ სახელსა და გვარებზე არ არის, აქ პრინციპზეა საუბარი. მთელ მსოფლიოში და ნორმალურ ქვეყნებში იმუნიტეტი დეპუტატისთვის მოიგონეს იმისთვის, რომ პირველ რიგში, ოპოზიციონერი დეპუტატები ყოფილიყვნენ ხელ-ფეხ გახსნილი თავის გამოხატვის თავისუფლებაში, ანუ არ მომხდარიყო ის, რაც დღეს მოხდა. დღეს სამწუხაროდ, პარლამენტი იქცა პროკურატურის გაგრძელებად. ეს შედეგი დადგა იმის გამო, რომ თავის დროზე ჯოჯოხეთურ მართლმსაჯულების სისტემას აშენებდა "ნაციონალური მოძრაობა" . ისინი იყვნენ ამის არქიტექტორები", - განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა