თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო მოხალისეობრივი პროგრამა იწყება

თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება საერთაშორისო პარტნიორებთან - „ერასმუს+ ახალგაზრდებისთვის“ და ევროპის სოლიდარობის კორპუსთან“ ერთად, თბილისში მცხოვრები 18-30 წლის ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამას იწყებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები წლის განმავლობაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად გაემგზავრებიან და ექნებათ შესაძლებლობა, 60-ზე მეტი ორგანიზაციის მუშაობაში ჩაერთონ, გაიზიარონ საერთაშორისო მოხალისეობრივი საქმიანობის პრაქტიკა, განავითარონ ახალი უნარები სხვადასხვა სფეროში, გაიუმჯებესონ უცხო ენების ცოდნის დონე, გაეცნონ სხვადასხვა კულტურას და შეიძინონ ახალი მეგობრები.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, დაინტერესებულმა პირებმა 17 თებერვლიდან 20 მარტამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე: https://forms.gle/6KKb5PRdzMzoJqZKA. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა!

(ზოგადი ინფორმაცია ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის შესახებ: http://bit.ly/3tobOiA. დამატებითი ინფორმაციისთვის: ycutbilisi@gmail.com).

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო