რევაზ სოხაძე - კომპანია „ჯივიპი“ საკუთარ მოვალეობებს ვერ ან არ ასრულებს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის განცხადებით, კომპანია „ჯივიპი“ საკუთარ მოვალეობებს ვერ, ან არ ასრულებს.

სოხაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და ფოტომასალა წარადგინა, რომელის მიხედვითაც „ჯივიპი“ არსებულ პრობლემებს ვერ უმკლავდება.

„მე როგორც ამ ქალაქის მცხოვრებს და ვარკეთილის მაჟორიტარს, შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს კომპანია ან ვერ ასრულებს, ან არ ასრულებს თავის მოვალეობებს. ორივე შემთხვევაში ეს მისაღები არ არის. მინდა წარმოგიდგინოთ კონკრეტული მაგალითები, საიდანაც ჩანს, რომ წლებია ეს პრობლემა არსებობს და „ჯივიპი“ მათ არ აგვარებს. მაგალითად, ქიზიყის ქუჩაზე უმძიმესი მდგომარეობაა, სადაც წლებია კანალიზაცია ღია წესით მოედინება და მინდორში იღვრება. იგივე მდგომარეობაა მოსკოვის გამზირზე, ბარბარეს უბანში, პატარა ლილოსა და ვარკეთილი 3-ში. ამაზე პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ანტისანიტარიას, რომ თავი დავანებოთ, კონკრეტული კორპუსები ავარიული ხდება?“, - განაცხადა სოხაძემ.

საკრებულოს დეპუტატის თქმით, მოყვანილ მაგალითებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა „ჯივიპის“ ეკისრება. მისივე განცხადებით, თბილისის საკრებულოს, ზოგადად მუნიციპალიტეტს არაერთგზის ჰქონია კომპანიასთან კომუნიკაცია, თუმცა უშედეგოდ.

„თუ ამ კომპანიის ფუნქცია ის არის, რომ მხოლოდ გადასახადი აკრიფონ, მე ვფიქრობ, რომ მისი ყოფნა არ არის საჭირო. მაინტერესებს, რა გაუმჯობესდა, რაც „ჯივიპი“ ოპერირებს თბილისში? კანალიზაციის და წყლის კუთხით წლების განმავლობაში არსებული პრობლემები იგივეა. საბოლოოდ კი, მოსახლეობის გულისწყრომა მუნიციპალიტეტზე მოდის“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა განაცხადა, საკრებულოს ყოველ სხდომაზე ეტაპობრივად წარმოადგენს მასალებს, თუ რა არის გასაკეთებელი და რას არ აკეთებს კომპანია „ჯივიპი“.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა