გიგი წერეთელი - თუ ვინმე დააპირებს ფიზიკურ ძალადობას, ბუნებრივია, ამას მოყვება დაცვა და რეაქცია

თუ რაიმე არ სჭირდება საქართველოს, ეს არის პოლარიზება და სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამას ვერ ხვდება და როდესაც მიხვდება, შეიძლება გვიანიც იყოს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი წერეთელმა "ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, თუ ვინმე დააპირებს ფიზიკურ ძალადობას, "ბუნებრივია ამას მოჰყვება დაცვაც და რეაქციაც, თუმცა არავინ არ უნდა იძალადოს”.

"დღეს ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუხატოთ ნიკა მელიას, რომლის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა. უკვე მეორედ არის მცდელობა, რომ ნიკა მელია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყოს დაპატიმრებული. თუ რაიმე არ სჭირდება საქართველოს, ეს არის პოლარიზება და სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა, სამწუხაროდ ხელისუფლება ამას ვერ ხვდება და როდესაც მიხვდება შეიძლება გვიანიც იყოს. ვნახეთ სამარცხვინო გადაწყვეტილება, მგონია, რომ სასამართლოში ოდნავი რესურსი უნდა იყოს, რომ არ მიიღონ არაკანონიერი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. თუ ვინმე დააპირებს ფიზიკურ ძალადობას ბუნებრივია ამას მოჰყვება დაცვაც და რეაქციაც, თუმცა არავინ არ უნდა იძალადოს. სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რა ვითარებაა ქვეყანაში და გაანალიზონ როგორ ხდება კანონების აღსრულება”, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო