ნიკა მელია უმრავლესობის წევრებზე - გავრილოვის იმ ცნობილ სავარძელში ჩაჯდომაზე მეტი დანაშაული ახლა იქნება შიში და უკან დახევა

შეუძლებელია აქ უკან დახევა და შეუძლებელია უსამართლობას თავი დავუხარო, ეს უბრალოდ არ მოხდება! ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, საქართველოში სხვა სახელმწიფოს დროშა ვერ აფრიალდება, ამიტომ, მისივე თქმით, „არანაირი დამორჩილება ამ უკანონო გავრილოვის განაჩენის მიმართ ბუნებრივია, არ იქნება“.

„ახლა არ არის დრო პარტიის და პარტიული პოლიტიკის. არის ეროვნული ქართული მოძრაობა ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ივანიშვილის რენეგატები. ერთ მხარეს არის თავისუფლება და მეორე მხარეს არის მონობა. ერთ მხარეს არის ამ ქვეყნის, ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ნათელი მომავალი და მეორე მხარეს არის საბჭოთა ბნელეთი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია აქ უკან დახევა და შეუძლებელია უსამართლობას თავი დავუხარო, ეს უბრალოდ არ მოხდება! ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე! სანამ არ უზრუნველვყოფთ ამ ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენ არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის განადგურების შესაძლებლობას არავის. გული მწყდება იმ 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანზე, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა უკვე მეორეჯერ გამასამართლა, მაგრამ ჯერჯერობით საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და ვეღარც მიიყვანენ. ეს არის გამორიცხული! არ ჩამითვალოთ ხმამაღლა ნათქვამში, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ ეს 88 ადამიანი შველას საჭიროებს, ისინიც უნდა ვიხსნათ მონური მორჩილებიდან.

ვთქვი და გავიმეორებ, ახლა თუკი რამე არის დანაშაული გავრილოვის იმ ცნობილ სავარძელში ჩაჯდომაზე მეტი დანაშაული იქნება შიში და უკან დახევა იმიტომ, რომ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ხმა ვართ თითოეული ჩვენგანი. ამ ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს დროშა ვერ აფრიალდება. არანაირი დამორჩილება ამ უკანონო გავრილოვის განაჩენის მიმართ ბუნებრივია, არ იქნება“, - განაცხადა მელიამ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილების ტაში მოჰყვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს