კახაბერ კუჭავა იტალიის ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემები იყო ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას.

„იტალიის ელჩთან შეხვედრისას განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. პანდემიის დაწყებამდე დაგეგმილი იყო იტალიელი პარლამენტარების საქართველოში ვიზიტი, თუმცა, განვითარებული მოვლენების გამო, ეს ვიზიტი გადაიდო. როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება, განახლდება ორმხრივი ვიზიტები და პირველ რიგში, ველოდებით ჩვენს იტალიელ კოლეგებს საქართველოში.

ძალიან დიდი გეგმები გვაქვს თუ როგორ გავააქტიუროთ ურთიერთობები სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, მათ შორის, კერძო სექტორში იტალიელი ბიზნესმენების ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რაც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. გარდა ამისა, ბატონ ელჩთან შეხვედრისას, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საქართველოს მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე, რომლის საბოლოო მიზანიც 2024 წელს ევროკავშირში წევრობის თაობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანაა", - განაცხადა კახაბერ კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს