სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, საქართველოში ქალთა კონფერენცია ჩატარდეს, რომელიც რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტისა და მათი მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, შვედეთის ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველომ ქალი ლიდერების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლოს, რომელიც რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტზე და მათი მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.

„ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და ამ ინიციატივის განხორციელებაში აქტიური ჩართულობის მზაობა გამოხატა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში არსებული მდგომარეობა, რეგიონში ევროკავშირისა და ეუთოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა და საქართველოს საარჩევნო სისტემა.

ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალების მხრიდან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ადამიანების გახშირებულ გატაცებებსა და კონკრეტულად, ზაზა გახელაძის დაკავების შემთხვევას. პრეზიდენტმა მოუწოდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და ფორმატი მაღალ პოლიტიკურ დონეზე ოკუპაციის საკითხზე სასაუბროდ. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერების მნიშვნელობაზე და საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, რომ ეუთო და შვედეთი აქტიურად ჩაერთონ ფორმატის გაძლიერებისა და მისი ეფექტიანობის გაზრდაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა