ადვოკატი - ილუზია აქვს ვინმეს, რომ ნიკა მელიას დაჭერა-არდაჭერის საკითხს მოსამართლე გადაწყვეტს თავისი შინაგანი რწმენით? - რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ის იქნება მიღებული

მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს საქმე სამართლებრივ კონტექსტში განიხილება, სასამართლო ამჯერადაც მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც მიიღებს ხელისუფლება, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ნიკა მელიას მიმართ რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიება იქნას გამოყენებული.

„არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ არათუ პატიმრობა, არამედ რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიება იქნას ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული. არც მიმალვის საფრთხე არსებობს, არც ახალი დანაშაულის ჩადენის და არც მტკიცებულებათა განადგურების, ეს ორი წლის განმავლობაში, ნიკამ თვალნათელი გახადა. უტოპიურია იმის მტკიცება, რომ ის მიმალვას აპირებს, როდესაც იგი არის საჯარო პოლიტიკოსი და ვარაუდიც კი არ გამოუთქვამს თვითონ ბრალდებსაც კი აღნიშნულთან დაკავშირებით. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს საქმე სამართლებრივ კონტექსტში განიხილება, სასამართლო ამჯერადაც მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც მიიღებს ხელისუფლება. შესაბამისად, ეს იქნება პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილება, თუ მასზე უარის თქმა, ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული სასამართლოს შინაგანი რწმენით. ილუზია აქვს ვინმეს, რომ ნიკა მელიას დაჭერა - არდაჭერის საკითხს ერთი კონკრეტული მოსამართლე გადაწყვეტს თავისი შინაგანი რწმენით? რა თქმა უნდა, არა. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს საქმე დიდი ხანია სამართლებრივი ჩარჩოებიდანაა გასული და არ მაქვს მოლოდინი, რომ პროცესი ჩატარდება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ჩვენ დავაყენეთ, რომ გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან, ნიკა მელია არც მიმალვას აპირებს და არც ახალი დანაშაულის ჩადენას. იგი არის საჯარო პოლიტიკოსი და ფაქტობრივად, ყველა საფრთხე და აღკვეთის ღონისძიების საფუძველი აბსოლუტურად არარელევანტურია, არათუ პატიმრობის, არამედ გირაოსთან მიმართებითაც“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა