ელენე ხოშტარია - პარლამენტმა კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი, რაც ვერანაირად ვერ გატეხავს იმ ძალიან პრინციპულ პოზიციას, რომ უკანონობას არც ნიკა და არც ოპოზიცია არ ვემორჩილებით

ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ ნიკა მელიას გვერდით, როგორც არ უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მათ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, ჩვენ არ ვაპირებთ უკანონო კანონებზე დამორჩილებას, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას შეფასებით, პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურია.

„დღეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთმა „ქართულ ოცნებას“ ღიად დაუკვეთა, ჯერ კიდევ ლავროვმა, მერე გავრილოვმა და რა თქმა უნდა, პარლამენტმა კიდევ ერთხელ მოიჭრა უბრალოდ თავი. ეს ვერანაირად ვერ გატეხავს იმ ძალიან პრინციპულ პოზიციას, რომ უკანონობას არც ნიკა და არც ჩვენ, ოპოზიცია არ ვემორჩილებით. აბსოლუტურად არასაინტერესოა რა მორიგ უკანონობას გეგმავს „ქართული ოცნება“, ჩვენ ვიცით, ჩვენ რას ვგეგმავთ - არ დავემორჩილოთ უკანონო კანონებს. „ქართული ოცნება“ არის უკვე დამარცხებული. თითოეული ის ადამიანი, რომელმაც ხელი მიაჭირა აბსოლუტური რუსული ინსტრუქციის ქვეშ, უკვე არიან დამარცხებულები, ნიკა მელია არის ნამდვილად გამარჯვებული ამ სიტუაციაში“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უკვე მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო