სერგო ჩიხლაძე ნიკა მელიას საქმეზე - ბრძოლაში ვართ და ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე

აქ ვართ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავწყვიტოთ ჯაჭვი უსამართლობის, გავწყვიტოთ ჯაჭვი პოლიტიკური ზეწოლის და ზოგადად, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამყარდეს სამართლიანობა და სამართალი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა, "ქართულმა ოცნებამ" შეასრულა გავრილოვის დავალება.

"როგორც ჩანს, 20 ივნისი არ დასრულებულა, დღესაც გრძელდება. აქ ვართ მე და ჩემი კოლეგები არა მარტო ნიკა მელიას დასაცავად, არამედ, თითოეული მოქალაქის დასაცავად, ვინც განიცდის პოლიტიკურ დევნას. აქ ვართ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავწყვიტოთ ჯაჭვი უსამართლობის, გავწყვიტოთ ჯაჭვი პოლიტიკური ზეწოლის და ზოგადად, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამყარდეს სამართლიანობა და სამართალი. ამისთვის ვარ მე პირადად აქ. ბრძოლაში უკვე ვართ და ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით დავიცავთ არა მარტო ნიკა მელიას, არამედ, ყველა იმ ადამიანს ვისზეც უკანონო ზეწოლა და უკანონო დევნა მიმდინარეობს",- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უკვე მიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა